რეზონანსი
08.04.2020

პაციენტის მეუღლეს, რომლის დიაგნოზის გამოც ვანის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შეგახსენებთ ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი მკურნალობს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება, ასევე მოეწყო სპეციალური გამშვები პუნქტები. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვანის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×