რეზონანსი
08.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას შეფასებით, COVID 19-ის წინააღმდეგ პრეპარატ პლაქველინის ეფექტურობაზე დარწმუნებით საუბარი, სანამ მას სპეციალიზებული კვლევები არ დაადასტურებს, ნაადრევია. მარინა ეზუგბაიას თქმით, აღნიშნულ პრეპარატს, ჩინეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კორონავირუსის პირველივე შემთხვევიდან იყენებენ.

"ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ამ პრეპარატის გამოყენება, რომელსაც წინ უძღოდა ტელეხიდი ჩინელებთან. მათთან გასაუბრებისას გამოვლინდა, რომ პლაქველინით მკურნალობის შედეგები ყველაზე უკეთესი იყო სხვა პრეპარატებთან შედარებით. ამიტომ, ჩვენმა ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, თავიდანვე გამოგვეყენებინა პლაქველინი. შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ძნელია ამ ეტაპზე, მაგრამ, ალბათ, მომავალში გამოჩნდება. თუმცა, კვლევებს თავისი ხასიათი აქვს, იქ უნდა ჩატარდეს სხვანაირი, სპეციალიზებული კვლევები, სადაც შეადარებენ ორ ჯგუფს ერთმანეთს - პლაქველინით მკურნალობის ქვეშ მყოფს და არა პლაქველინით მკურნალობის ქვეშ მყოფს. ჯერჯერობით, ჩინეთის გამოცდილებას ვეყრდნობით, სხვა ქვეყნებიც იყენებენ და ვნახოთ, შედეგები როგორი იქნება,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, პრეპარატის მარაგი არსებულ პაციენტებზე საკმარისია, ხოლო მომავალში მისი შევსება იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×