თამთა ჩაჩანიძე
08.04.2020

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი თანდათან ნელდება, ახალი ინფიცირებულების რაოდენობა, წინა დღეების რაოდენობასთან შედარებით, ნაკლებია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალური დირექტორის მოადგილე ბრიუს ეილვარდი აცხადებს.

„ამ რთულ პერიოდში ოპტიმიზმზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა დაავადების გავრცელების ტემპი ნამდვილად ნელდება", - აღნიშნა ბრიუს ეილვარდმა.

ეილვარდმა გაიხსენა, რომ პანდემიის პირველ ხანებში შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად ორმაგდებოდა, ამჯერად კი, მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა.

მანვე დასძინა, რომ ზუსტად იგივე მონაცემები ვლინდება არა ერთ, არამედ რვა დღეში.

ამავდროულად, 7 აპრილს, ესპანეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი პირველად ხუთ დღეში 743 ადამიანი შეადგინა, შედარებისთვის კი, ამ ხუთი დღის წინა 24 საათში ვირუსისგან 637 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კოვიდ-19-ით 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ვირუსისგან სულ 48 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×