
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ათასობით ტესტია შემოსული.
ტიკარაძემ დღეს შესყიდვის ხელშეკრულება წარადგინა:
ქვეყანაშია 2 ათასი PCR ტესტი (ოქროს სტანდარტის);
დამატებით 10 ათასი უკვე შემოსულია, გზაშია 18 ათასი ტესტი, საერთო შეკვეთის რაოდენობაა 84 ათასი;
ანტისხეულების სწრაფი ტესტი 4 ათასი უკვე არის ქვეყანაში და გზაშია 20 ათასი;
უკვე არის ანტიგენის 2 ათასი სწრაფი ტესტი და 52 ათასი გზაშია.
მინისტრის განცხადებით, რაც ანტიგენის სწრაფი ტესტების სანდოობა დადასტურდება, დამატებით 200 ათასი შემოვა ქვეყანაში.