
საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ" დასავლეთის ქვეყნების მისამართით მუქარის შემცველი პლაკატები გამოსცა, რაზედაც კორონავირუსი „ალაჰის ჯარისკაცადაა" მოხსენებული. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი „სანი" იტყობინება.
მუქარის შემცველი განცხადება პლაკატებზე ორი ვერსიითაა განთავსებული, სადაც, კორონავირუსული ინფექციის გარდა, ტერორისტებმა ჯიჰაში, ანუ „წმინდა ომში" მონაწილეობის მოწოდება გაიხსენეს და საკუთარ მხარდამჭერებს დასუსტებულ მტრებზე მოულოდნელად თავდასხმისკენ მოუწოდებენ.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პლაკატებზე წარწერების უკან ლონდონისა და ჩიკაგოს ხედებია გამოსახული.
ტერორისტებმა პანდემიის თემას ამჯერად უკვე მეორედ მიმართეს. პირველი შემთხვევა 24 მარტს მოხდა, როდესაც მათ პანდემიას კერპთაყვანისმცემლობისთვის მსოფლიოს დასჯა უწოდეს და ყოვლისშემძლეს (ალაჰს) შესთხოვეს, რომ ურწმუნოების ტანჯვა განაგრძოს.
15 მარტს კი „ისლამურმა სახელმწიფომ" საკუთარი ტერორისტები კორონავირუსისგან თავის არიდების მიზნით გააფრთხილა. მათ ბოევიკებს განუცხდეს, რომ ინფიცირებული ადამიანებისგან თავი შორს დეჭირათ, ჭამის წინ ხელები დებანათ და მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ.
სირიაში, სადაც „ისლმური სახელმწიფოს" პოზიციები ბოლო დროს კვლავ გაძლიერდა, ოფიციალურად ინფექციის მხოლოდ 19 შემთხვევაა ცნობილი, 2 ადამიანი გარდაიცვალა.