რეზონანსი
08.04.2020

მხოლოდ რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, შევუმსუბუქოთ თითოეულ ჩვენგანსა და სამედიცინო სისტემას ზეწოლა, რომელიც შეიძლება მათზე მოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ მოქალაქეებს მიმართა და მათ რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დღესდღეობით კორონავირუსის ​200-ზე მეტი ფაქტი გვაქვს, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლავაც გვაქვს შემთხვევათა გაზრდის მოლოდინი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებსა და მივმართავთ ყველა ბიზნეს სუბიექტს თუ ნებისმიერი ობიექტის წარმომადგენელს, ყველამ, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რომელიც არის შემოღებული და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან. „კოვიდ" ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით. მხოლოდ ქვეყანაში არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევუმსუბუქოთ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თანამოქალაქეს და სამედიცინო სისტემასაც ის ზეწოლა, რომელიც შეიძლება მათზე მოვიდეს. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების შესაძლებლობა, მოდუნების საშუალება და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, პროტოკოლი,რომელიც არის ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×