რეზონანსი
08.04.2020

თბილისის მერმა და მმართველი პარტიის ლიდერი კახა კალაძე პირდაპი ამბობს, რომ  თუ იქნება აუცილებლობა, საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდანტის საათი აუცილებლად გაგრძელდება:

„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება შიდა გადაცემის პროცესი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ამ პროცესებს და უნდა დაველოდოთ. ამ ეტაპზე რთულია საუბარი. თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდანტის საათი, ეს აუცილებლად გაკეთდება. ისევ და ისევ იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ“, – განაცხადა "მოამბეში" კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×