რეზონანსი
08.04.2020

86 წლის ქალი, რომელიც გუშინ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მსახიობის ოჯახის წევრია. ვირუსი პირველად მსახიობის ყოფილ მეუღლეს დაუდგინეს, რომლისგანაც ის შვილს და ოჯახის სხვა წევრებს გადაედოთ. მათ შორის 86 წლის დედას, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. ასაკოვანი ქალბატონი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა.

ამ დრომდე მკურნალობას გადიან ოჯახის სხვა წევრებიც. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თავად მსახიობი დაინფიცირებული არ არის, თუმცა ის მთელი ამ ხნის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს, საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ექიმებმა იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ადამიანს შეუძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×