რეზონანსი
07.04.2020

"ჩვენ დავაორგანიზეთ და თბილისში ხვალ-ზეგ, სამ წერტილში გაიხსნება კეთილმოწყობილი საბითუმო ბაზრობა", - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ მიერ ორგანიზებულ სისტემაში პროდუქტებზე ფასები არ იქნება გაზრდილი.

"ჩვენ დავაორგანიზეთ და თბილისში ხვალ-ზეგ სამ წერტილში გაიხსნება კეთილმოწყობილი საბითუმე ბაზრობა ისინი თავის თავზე აიღებენ ახალი ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობას და გადანაწილდება ეს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ რეგიონში და ჩვემ ამის გამო არ ველოდებით ფასების ზრდას. ასევე, კერძო მარკეტებს, რომლებსაც ხილ-ბოსტნეულის განყოფილება აქვთ, მათ საშუალება ექნებათ, შეიძინონ როგორც ამ ახალ წერტილებში, ასევე, სხვა რეგიონებში ხილ-ბოსტნეული, ჩვენ ამას დავაორგანიზებთ გუბერნატორთან არსებულ შტაბებთან ერთად, რომ იქ თავი მოიყაროს შესაბამისი წესების დაცვით ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელმა და მოხდეს რაიონებიდან პროდუქტის ჩამოტანა თბილისში", - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×