რეზონანსი
07.04.2020

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 75 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

„კოვიდ-19"-ის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა იტალია, სადაც ამჟამად გარდაცვლილთა რიცხვი 16 523-ია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც ახალ კორონავირუსს 13 798 ადამიანი ემსხვერპლა. მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 10 993 ადამიანი დაიღუპა, მათგან 3 485 ნიუ იორკში.​

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი „კოვიდ-19"-ით ინფიცირებულ და დაღუპულთა სტატისტიკურ მონაცემებს 31 დეკემბრიდან აღრიცხავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×