რეზონანსი
07.04.2020

გერმანიაში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან ქვეყანაში ბევრი მოხუცთა თავშესაფარია, ხოლო საჭირო აღჭურვილობა საკმარისი არ აქვთ.

"გერმანიას საკმარისი ინტენსიური თერაპიის განყოფილება აქვს, ბედნიერი ვარ, თითოეულ საწოლზე და თითოეულ სასუნთქ აპარატზე, თუმცა, მომავალში მისი ამოწურვის რეალური საშიშროებაა," - განაცხადა გერმანიის, რობერტ ქოშის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ლოთარ ვილერმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაფიქსირდა 3,834 ახალი შემთხვევა და 173 გარდაცვალების ფაქტი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ჯამში, გერმანიაში 103,375 შემთხვევა და 1,810 გარდაცვალების ფაქტი დასტურდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×