რეზონანსი
06.04.2020

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გათვალისწინებული სასწავლო მასალა, სავარაუდოდ, არ იქნება. 

სააგენტოს მონაცემებით, ტესტებში ყურადღება გამახვილდება მოსწავლის ზოგად ცოდნაზე და ის კონკრეტული ნაწარმოების ზუსტი ცოდნის შეფასებით არ შემოიფარგლება.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად მუშაობს.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.

„ამ ეტაპზე სიახლეები საგამოცდო პროცესთან, ვადებთან თუ შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით არ იგეგმება. ნებისმიერი ტიპის სიახლის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება", - განუცხადეს „პრაიმტაიმს" ცენტრში.

ცნობისთვის, დღეს განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება და ეროვნული გამოცდებიც დადგენილ ვადაში ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×