რეზონანსი
06.04.2020

საფრანგეთში მცხოვრები აზერბაიჯანელი სპორტსმენი ზელიმხან იბრაგიმოვი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში კავკასიის ხალხთა კონგრესის ხელმძღვანელმა ფაშა მამედოვმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

მისი განცხადებით, ზელიმხან იბრაგიმოვი კორონავირუსის დიაგნოზით, კომაში მყოფი, გარდაიცვალა.

"პარიზის საავადმყოფოში, კორონავირუსის გამო კომაში მყოფი ჩემი ახლო მეგობარი ზელიმხანი გარდაიცვალა. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ ყველაფრის აღსაწერად, ძნელია ამგვარ დანაკლისთან შეგუება. ზელიმხანი მამაცი კაცი იყო, წარმატებული სპორტსმენი, მაგრამ ვირუსმა იგი ჩვენგან წაიყვანა",- წერს ფაშა მამედოვი.

ზელიმხან იბრაგიმოვი 35 წლის იყო.

კორონავირუსი მსოფლიოს 208 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1,3-მლნ-მდეა, ხოლო გარდაცვლილია 70 000-მდე ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×