რეზონანსი
06.04.2020

 62 წლის ქალი, რომელსაც ქუთაისში კორონავირუსი დაუდასტურდა სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა, ექიმის ძმა კი სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს .

ქალის დაინფიცირების პირველწყარო უცნობია, კონტაქტებს ეპიდემიოლოგები, ამ დრომდე, იკვლევენ.

სასწრაფო დახმარების თანამშრომელს უკვე აუღეს ანალიზი კორონავირუსზე და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. მანამდე კი სასწრაფოს ჯგუფი თვითიზოლაციაშია გადასული.

ქუთაისში ეს უკვე მეორე სასწრაფო დახმარების ჯგუფია, რომელიც იზოლაციაში იმყოფება. ის ჯგუფი, რომლებმაც 67 წლის მამაკაცი ცხელების ცენტრში გადაიყვანა და რამდენიმე დღეში კოვიდ 19 დაუდასტურდა, ასევე თვითიზოლაციაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×