რეზონანსი
06.04.2020

სუპერმარკეტების ქსელმა "სპარმა" საყოველთაო კარანტინის დროს სამუშაო საათები გაზარდა. კომპანია კომენდანტის საათის დროს, 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე თანამშრომლებს მაღაზიებში ტოვებს და კვირის განმავლობაში 45-საათიის ნაცვლად 60-საათს ამუშავებს. კომპანიის ამ გადაწყვტილებას მომხმარებელთა დიდი ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

"სპარის" დირექტორმა კი სოციალურ ქსელში საპასუხო განცხადება გაავრცელა. მირანდა მანჯგალაძის მტკიცებით, კომენდანტის საათმა დააყენა კომანია საშიშროების წინაშე, რომ 700-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ღაის ცვლაში მუშაობდა სამსახური დაეკარგა. მაღაზიებში თანამშრომლების დატოვებით კი ყველა მათგანს სამუშაო შეუნარჩუნდა.

"სპარის" თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა, თუმცა მათი თქმით, ეს სამახურია და დათმობებზე წასვლა უწევთ.

"როცა იკეტება მაღაზია ვრჩებით და კომენტდანტის საათის მერეც აქ ვართ. ჩვენი უფლებები ირღვევა, მარამ სამსახური ეგეთია. საღამოს ოვდივარ, ვრჩებით და დილით ვიცვლებით. მერე ისევ მოვდივართ... ღამით აქ, მაღაზიაში ვიძინებთ, საწყობში..." - აცხადებენ "სპარის" თანამშრომლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×