რეზონანსი
06.04.2020

"თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება პროცესი უკონტროლო და რთული სამართავი გახდება"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა და დასძინა, რომ  დღეში 50 ინფიცირებულის მართვის საშუალება დღესდღეობით ჩვენს სამედიცინო სფეროს გააჩნია. ჰოსპიტალური სექტორი არის მობილიზებული და ამ ეტაპზე ეს არ არის განგაშის საფუძველი. სწრაფად მზარდი ტემპი კი სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

ჯერჯერობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია - 2. ერთ ღამეში დაავადებულთა რიცხვმა 14 ადამიანით მოიმატა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×