რეზონანსი
05.04.2020

პაკისტანის ხელისუფლებამ 20 000 მორწმუნე, რომლებმაც ​პანდემიის მიუხედავად, ლაჰორში რელიგიურ რიტუალში მიიღეს მონაწილეობა, კარანტინში გადაიყვანა. ინფორმაციას „გარდიანი" ავრცელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები რიტუალზე დამსწრე სხვა მორწმუნეებსაც მოუწოდებენ, კარანტინში ნებაყოფლობით გადავიდნენ. პაკისტანის ხელისუფლებაში ასევე აცხადებენ, რომ რიტუალზე დამსწრეთა კორონავირუსზე ტესტირებას გეგმავენ.

მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, რიტუალი მაინც ჩატარდა და მას 100 000 ადამიანი ესწრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×