
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი რეისების ნუსხა განსაზღვრა.
საგარეო უწყების ცნობით, შესრულდება დამატებით შემდეგი რეისები:
16 აპრილი - პარიზი-თბილისი;
18 აპრილი - თელავივი-თბილისი;
21 აპრილი - რომი-თბილისი.
რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways". ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროთი.
აქამდე, განსაზღვრული, შესასრულებებლი რეისების განრიგი კი ასეთია:
7 აპრილი - ათენი -თბილისი;
10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი;
12 აპრილი - ბერლინი-თბილისი;
14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი.
ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.