რეზონანსი
05.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება.

„როგორც ვიცით, გუშინ დილით 158 პაციენტი იყო დადასტურებული. დღეს დილისთვის, 24 საათის განმავლობაში დაგვემატა ერთი და 170 გახდა. ამ 170 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36, აქედან 25 ჩვენი პაციენტია. ჩვენ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება. დღეს დილით ტესტირება ჩატარდება და შედეგების მიხედვით საღამოს ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი იმყოფება. კლინიკაში მოთავსებული ახალი პაციენტები ინფიცირებულებთან კონტაქტში იყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×