რეზონანსი
04.04.2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ბათუმში უპასუხა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვირუსთან ბრძოლის ფონზე, რამდენად გამართლებულია პრემიების აღება.

„ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია სხვადასხვა მიზეზების გამო. მე მესმის, რომ ეს ადამიანები დღეს, შეიძლება წინა ხაზზე არიან და COVID19-ს ებრძვიან, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან, ისინი ან არჩეულები არიან, ან დანიშნულები არიან გუნდის მიერ და ხალხს უნდა ემსახურონ იმის მაგივრად, რომ პრემიები აიღონ. გავერკვევი, გპირდებით ამ მომენტში და თუ ეს დადასტურდა, შესაბამის ზომას მივიღებ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×