რეზონანსი
04.04.2020

უხანელი ექიმი აი ფენი, იყო ერთ-ერთი პირველი ექიმი, რომელიც ახალი კორონავირუსის აფეთქების შესახებ ალაპარაკდა.

მან ჩინურ სოციალურ ქსელში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანის ისტორიის ფოტო გაავრცელა, რის შემდეგაც უხანის საავადმყოფომ, მას მკაცრი შენიშვნა მისცა.

ახლახან აი ფენმა მისცა ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რომ ხელისუფლებამ მას და სხვა ექიმებს მომასწავებელი საშიშროების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ მისცეს.

მისი თქმით, მისი ოთხი კოლეგა დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

ამ ინტერვიუს შემდეგ, ქალი გაუჩინარდა. Weibo-ში, მის სოციალურ ქსელში კი გამოჩნდა წერილი: „მდინარე. ხიდი. გზა. საათი", - წერს RFA. გამოცემის ცნობით, საზოგადოება ფიქრობს, რომ ექიმი ამჟამად დაკავებულია.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×