
ამ დილით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უკვე გარდაცვლილი პაციენტი 31 მარტს შევიდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და გარდაცვალება დაფიქსირდა დღეს დილით. იგი გარდაიცვალა კორონავირუსით, მაგრამ ჰქონდა სხვა გართულებებიც: სეფსისი, დისტრეის სინდრომი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოტორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისძარღვთა მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა. მას ჰქონდა საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები: კარდიომიპათია, გულის უკმარისობა მე-4 ხარისხის, არტერიული ჰოპერტენზია მესამე ხარისხის, მიტრალური სარკმლის ნაკლოვანება, აორტის სარკმლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარკმლის არარევმატიული ნაკლოვანება, კახექსია.
პაციენტი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩიდან, სადაც გარდა ამისა არის 5 დადასტურებული შემთხვევა. იგი კონტაქტში იყო იმ ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრას ესწრებოდნენ, რის შემდეგ რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და ერთ-ერთმა გადასდო გარდაცვლილ ქალ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, ამ შემთხვევაში დაინფიცირებულთა ჯაჭვი სრულად ცნობილია.