რეზონანსი
04.04.2020

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს. კლინიკის ადმინისტრაცია, მოსახლეობას იმ ყალბი ფეისბუკ-გვერდების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის სახელით ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

"თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილი ფეიკ-გვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს!

სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკ-გვერდები შექმნეს. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა...

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო!" - ნათვამია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×