რეზონანსი
04.04.2020

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია პირბადეების მოსალოდნელ დეფიციტზე ისაუბრა: 

„პირბადეები, ჯერჯერობით, საკმარისია, მაგრამ რეზერვი საკმარისი არ არის. ამერიკას გაუჭირდა, ამხელა ქვეყანამ ვერ გარდაქმნა მრეწველობა ისე, რომ თვითონ დაიკმაყოფილოს თავი ამ კომბინიზონებითა და პირბადეებით. ვეტო დაადო ყველა ამ საშუალების გარეთ გატანას და გაყიდვას. არც მათ და არც ევროპის ქვეყნებს არ ჰყოფნით, ყველა ამ დღეშია.

ჩვენთან ადგილობრივი პირბადეები გაჩნდა, ხალათები, რაღაც საშუალებები. ფაქტია ჯერ გვყოფნის. ვიცი, რომ 1-2 კვირა კიდევ გვეყოფა. თუ ვერ შეავსეს, ეს პრობლემა მწვავედ დადგება“, - განაცხადა "პირველის" ეთერში ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×