რეზონანსი
03.04.2020

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ამბობს, რომ შესაძლოა სააღდგომო წირვა სტადიონზე ჩაატარონ.

მისი თქმით, წირვისა და მსახურების შეწყვეტა წარმოუდგენელია.

„მე მაგალითად იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატაროთ აღდგომის წირვა. აბსოლუტურად ყველას შეუძლია შორ-შორს განთავსდეს და თავისი დინამიკებით.

ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება, ასეთი რამ წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია", - განუცხადა მეუფე ანტონმა „ფორმულას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×