რეზონანსი
03.04.2020

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 148-მდე გაიზარდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ ერთ ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 14 ადამიანით გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×