რეზონანსი
02.04.2020

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვის მატებას აპრილის ბოლოდან ვარაუდობს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით შესაძლებელია, რომ ეს ციფრი ყოველდღიურად რამდენიმე ასეული იყოს.

„არის იმის მოლოდინი, რომ შეიძლება მოხდეს შიდა გავრცელების გაზრდა, რასაც ჩვენ ვთვლით, რომ სავარაუდოდ აპრილის ბოლოდან და უკვე პიკს მაისის დასაწყისში ველოდებით.

ეს რამდენიმე ასეული პაციენტი იქნება. თუ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მატება ათეულობით, სავარაუდოდ, ვფიქრობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან, თვის ბოლოდან, ეს იქნება 50 და რამდენიმე ასეული ყოველდღიურად,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×