
მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. COVID-19-ით ყოველდღე ათასობით ადამიანი ინფიცირდება და იღუპება და გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო შფოთავს და პანიკაშია. კორონავირუსზე უფრო დაუჯერებელი ამბებიც ვრცელდება.
ამის მაგალითია ამერიკელი მწერლის, დინ კონცის რომანი, "The Eyes of Darkness“ ("ბნელეთის თვალები“), რომელიც ადამიანებმა წინასწარმეტყველებად მიიჩნიეს, ამ თემაზე მომზადდა სიუჟეტები და ისედაც შეშინებული საზოგადოება კიდევ უფრო შეშინდა.
წიგნში ვირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. რომანის გმირი, სახელად დომბი, ჰყვება ამბავს ჩინელ მეცნიერზე, რომელმაც ბიოლოგიური იარაღი სახელად "უხან-400“ აშშ-ში ჩაიტანა. ასევე ვკითხულობთ, რომ ეს იარაღი ქალაქ უხანთან მდებარე ლაბორატორიაში, RDNA-ში შეიქმნა.
როგორც CNN წერს, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის 1981 წელს გამოცემულ ვერსიაში, ბიოლოგიურ იარაღს "Gorki-400" ჰქვია. იარაღის სახელი ავტორმა მოგვიანებით შეცვალა და "Wuhan-400" უწოდა. ამ სახელწოდებით იარაღი უკვე რომანის 1989 წლის გამოცემაში გვხვდება.
"ბნელეთის თვალებში“ ვირუსი 100%-ით მომაკვდინებელია წიგნში წერია, რომ "უხან-400“-ს, სხვა ბიოლოგიურ იარაღებთან შედარებით, უპირატესობა აქვს და ვერც ერთი ინფიცირებული 24 საათზე მეტხანს ვერ ცოცხლობს, უმეტესობა 12 საათში იღუპება და ის ასი პროცენტით მომაკვდინებელია.
რეალურად, რა თქმა უნდა, კორონავირუსი ასეთი არ არის, მაგრამ 40 წლის წინ დაწერილი რომანში მოყვანილი ფაქტების დამთხვევამ მილიონობით ადამიანი შეაძრწუნა.
ამბები