რეზონანსი
02.04.2020

სავსებით რეალურია, რომ ფული არის „კოვიდ 19"-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე" განაცხადა.

„დაზუსტებით, ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვარაუდით, ამის თქმა უკვე შეიძლება. იმიტომ, რომ ჩვენ პაციენტებს შორის რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადაცემა ფულით მოხდა. ვთქვათ, ხელოსანმა, რომელმაც ფული აიღო და ლომბარდის თანამშრომელმა, რომელმაც ლომბარდში ფული აიღო. ასე რომ, ეს გზა სავსებით რეალურია", - განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×