რეზონანსი
02.04.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში კანონდარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 მილიონზე მეტი ლარის ჯარიმა გამოწერა.

1-ლი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე დაფიქსირდა კანონდარღვევის 706 ფაქტი.

ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს;

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა;

1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე;

თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა;

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შსს-მჯამში 2 130 000 ლარის ჯარიმა გამოწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×