რეზონანსი
01.04.2020

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. 1-ლი აპრილის შეხვედრა, პირველად რუსეთის ისტორიაში, ტელეკონფერენციის საშუალებით მოხდება.

ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

„პრეზიდენტი ახალ-ორეგოვოში იქნება და ტელეკონფერენციის საშუალებით დაესწრება სხდომას", - აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, დღეს დაგეგმილი პუტინის კიდევ ერთი შეხვედრაც იმავე ფორმატში გაიმართება.

კრემლის სპიკერი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, პუტინმა მოქმედების მანერა შეცვალა და ადამიანებს ხელის ჩემორთმევით აღარ ესალმება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×