რეზონანსი
01.04.2020

ხმაური იყო დღეს ქუთაისის ცენტრში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა „თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია დააკავა.

მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 მუხლით, პოლიციელიელისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგის დროს პატრულმა გოგი წულაიას პირადობის მოწმობა მოთხოვა, რომელიც პარტია "თავისუფსლი საქართველოს" თანათავმჯდომარეს მანქანაში ჰქონდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ასევე განუცხადა წულაიას, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მას პროტესტის უფლება არ ჰქონდა. მცირედი შელაპარაკების შემდეგ, გამონათქვამისთვის "დედას გიტირებთ" ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კორუფციის ნიშნებს ხედავს გოგი წულაია სავალუტო პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებაში. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თაბადავმჯდონარე აცხადებს, რომ ხალხის გაჭირვებაზე ხელისუფკება და საბანკო სისტემა ითბობს ხელს. სხვა შემთხვევაში რა მიზანი უნდა ყოფილიყო უამრავი ადამიანის უმუშევრად დატოვება, როდესაც ისინი სხვებზე უკეთ არიან დაცული ვირუსისაგან, რადგანაც გამოყოფილ, დახურულ სივრცეებში მუშაობდბენ.

გოგი წულაია მთავრობისაგან სავალუტო პუნქტების გახსნას მოითხოვს.

წყარო: ფორმულანიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×