რეზონანსი
01.04.2020

თითქმის ყველა ქვეყანაში ადამიანები წერენ, რომ მათ ნოემბერ-დეკემბერში უკვე გადაიტანეს ახალი კორონავირუსი - პაატა იმნაძე კომენტარს აკეთებს, შეიძლებოდა თუ არა ნოემბერში მართლაც გადაგვეტანა ვირუსი:

„თუ შეიძლება ნუ დაგვავიწყდება, რომ ნოემბერში დაიწყო საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი. დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, იხილონ ჩვენი ვებგვერდი, სადაც ყოველკვირეულად წერია, რომელი ვირუსები ცირკულირებდა საქართველოში. იქ იყო როგორც ბე ტიპის გრიპის ვირუსები, მერე H3 ტიპის ვირუსები გამოჩნდა, იქ იყო კორონავირუსები, ოღონდ ჩვეულებრივი ადამიანის კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი. იქ იყო რესპირატორულ-სენსიტიური ვირუსი, რომელიც დღესაც გრძელდება. რესპირატორულ-სენსიტიური ვირუსი არის დღეს რესპირატორული დაავადებების ძირითადი გამომწვევი. გასაგებია, ვიღაცას შეიძლება, შარშან ზაფხულშიც ჰქონდა გადატანილი და ასე მოეჩვენოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს რეალობასთან ახლოს არ არის" - განაცხადა იმნაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×