რეზონანსი
01.04.2020

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. შესაბამისი განცხადება გიორგი გახარიამ საკოროდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და განსაკუთრებით თბილისელებს გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ გუშინდელი დღის, განსაკუთრებით 21 საათის შემდგომ თბილისში და საერთოდ საქართველოს მასშტაბით ღონისძიებებს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული სწორად ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთოა. არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ. პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×