რეზონანსი
01.04.2020

ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფოსი ლაშა ბაქრაძე ქართველი მედიკოსების მომავალ ხვედრზე წუხს:

"ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს პოპულარობით სარგებლობენ და ჩვენ გველაპარაკებიან სამედიციმო თემებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ვიცით, მათი მდგომარეობა გაუარესდება და საზოგადოებისგან მათზე საშინელი მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა იქნება, რადგან საქმე ვერ გააკეთეს.

ვერც გააკეთებდნენ, რადგან ვართ ძალიან ღარიბ ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი სტრუქტურა უბრალოდ არ მუშაობს. ამის მაგალითია ტესტების ვერ ჩამოტანა და რაღაცის სამომავლოდ გადადება. ეს ყველაფერი ამ ადამიანებზე გადატყდება. წინასწარ გამსჭვალული ვარ გრძნობით, რამდენი ძალაც არ უნდა იხმარონ და კარგადაც არ უნდა მოიქცნენ, მაინც გალანძღულები დარჩებიან და ძალიან სამწუხაროა ეს და გულს მიკლავს", - განაცხადა "მთავარის" ეთერში ლაშა ბაქრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×