რეზონანსი
01.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი გააკეთა. როგორც ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, COVID 19-ის შემთხვევების მატებას და ლეტალურ შემთხვევებს უნდა ველოდოთ.

„სამწუხაროდ გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0 - ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, ლეტალობა. მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებისგან. ანუ, ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ ეს იქნება ასეულები და არა ათასეულები და ათობით ათასეულები“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×