რეზონანსი
31.03.2020

"ჩვენს კლინიკაში, როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი - არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება - ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ - აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე - არა. პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხართ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ. ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ეს განცხადება „ფორმულას" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, გამორიცხულია, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×