რეზონანსი
31.03.2020

კახეთში ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყობა, სადაც ყველა მგზავრს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება.

თელავის შესასვლელებში შუამთის, ვარდისუბნის, ალაზნის ხიდის და წინანდლის ტერიტორიაზე მოწყობილ პუნქტებზე განთავსდებიან მეოთხე კადრირებული ბრიგადისა და პოლიციის თანამშრომლები, ასევე ექიმები.

„ამ ეტაპზე, კახეთში არ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევები, მაგრამ პრევენციის მიზნით დამატებითი ღონისძიებები არის დამატებითი ფილტრი.

მხოლოდ ოთხი საგუშაგო მოეწყობა, არ გამოვრიცხავ საჭიროების შემთხვევაში მათი რიცხვი გაიზარდოს", - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×