რეზონანსი
31.03.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იური ნოზაძე გამოჯანმრთელების შემდეგ ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს მადლობას უხდის და მოსახლეობას მთავრობის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

"დღეს მე და ჩემი ორიო შვილი, ვართ ჯანმრთელები და დადგენილი წესის შესაბამისად, ორკვირიან თვითიზოლაციაში ვიმყოფებით. მადლობას ვუხდი საჩხერის მედპერსონალს, განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მათი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისტვის. ისინი ყველაფერ აკეთებენ, მთავრობასთან კოორდინაციით, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევევბი. აქვე მინდა მოვუქოდო საქართველოს მოსახლეობას, დაიცავით დადგენილი რეგულაციები. გაუფრთხილდით თქვენს თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს. ამით ჩვენ გავიფრტხილდებით ქვეყანას",- აღნიშნა იური ნოზაძემ ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ იური ნოზაძეს კორონავირუსისგან განიკურნა. ინფიცირების წყარო მისი ერთ-ერთი შვილი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×