რეზონანსი
30.03.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტიდან 2 განიკურნა, - აღნიშნული ინფორმაცია კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ PIA-GE-ს დაუდასტურა.

ორი პაციენტი, რომელიც განიკრუნა არის საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანი, იური ნოზაძე და მისი შვილი.

"დღეს გაგზავნილი განმეორებითი ტესტების პასუხების მიხედვით საჩხერის კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. გამოჯანმრთელების ერთი შემთხვევა წინა კვირას გვქონდა. ამასთან დაფიქსირდა დაავადების ერთი ახალი ფაქტი და სულ ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი რჩება",- განუცხადა PIA.GE- ს ქამუშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×