რეზონანსი
30.03.2020

საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით დაავადებული ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას გართულებები არ აქვს. ამის შესახებ განცხადება კლინიკის ხელმძღვანელმა გააკეთა. ლევან რატიანის განცხადებით კვლავ რთული რჩება მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა.

ამ დროისთვის კლინიკაში 67 პაციენტი მკურნალობს, მათგან 17-ს კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული აქვს. ლევან რატიანის განცხადებით რამდენიმე პაციენტი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას. ისინი გამოჯანმრთელდნენ და ამ ეტაპზე კლინიკა განმეორებითი ტესტების პასუხებს ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×