
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე.
მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა", - აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო.
13 ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.