რეზონანსი
29.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „რა დროს ძილია" მედიკოსების დატვირთლ გრაფიკზე ისაუბრა.

ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების გამგე, მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შემდეგ სახლში სულ სამჯერ-ოთხჯერ იყვნენ.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი, კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია და ქალბატონი მარინა ენდელაძე, ბოქსირებული განყოფილების გამგე, უშუალოდ ვის განყოფილებაშიც ინფიცირებული ადამიანები წვანან. ეს ორი ადამიანი, რაც პაციენტების შემოსვლა დაიწყო, სულ სამჯერ-ოთხჯერ იყვნენ სახლში, დანარჩენი კლინიკაში ცხოვრობენ" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×