რეზონანსი
29.03.2020

70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის" გადაცემაში „რა დროს ძილია" განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოცულობის სამუშაოს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შესრულება ექიმებს ჯერ არ დასჭირვებიათ.

„იყო დაძაბული პერიოდები, შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ ძირითადი ინიციატორები და განმახორციელებლები ვიყავით, იყო ღორის გრიპის ეპიდემია და მასთან ბრძოლა, წითელას ეპიდემია და მასთან ბრძოლა და მრავალი სხვა, მაგრამ არც ერთხელ ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება და ასე შემჭიდროვებულ დროში არ დაგვჭირვებია," - განაცხა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×