რეზონანსი
29.03.2020

მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ", - განაცხადა ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას ბოდბის დედათა მონასტერში დაესწრო. ილია მეორემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×