
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 24 წლის ვანო ნოზაძე, რომელიც გუშინ გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 3 თვის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს, წარსულში სქესობრივი დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
ის საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან არის, გურჯაანში კი ცოლ-შვილთან ერთად ნათესავის სახლში იმყოფებოდა.
მკვლელობის ადგილთან ერთად გუშინ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა სოფელ კორბოულშიც, სადაც მეზობლები და ბრალდებულის დედა დაკითხეს.
როგორც ადგილობრივები “პრაიმტაიმს” უყვებიან, ბრალდებული წარსულში 5-წლიან სასჯელს გაუპატიურების მცდელობისთვის იხდიდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი ხშირად სვავდა, რის გამოც მეუღლესთან კონფლიქტიც ჰქონდა.
საზარელი მკვლელობა 28 მარტს სოფელ ვეჯინში მოხდა. 24 წლის ვანო ნოზაძემ 3 თვის შვილს ყელი გამოჭრა, ასევე ყელის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს, ამის შემდეგ კი მან თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი ცოლი, ისევე როგორც ბრალდებული საავადმყოფოში იმყოფებიან.