რეზონანსი
28.03.2020

გარდაიცვალა პრინცი, იტალიის ერთ-ერთი უძველესი არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალი და საქართველოს ელჩის ვატიკანში, ქეთევან ბაგრატიონის მეუღლე, რაიმონდო ორსინი დარაგონა. ამის შესახებ ინფორმაციას რომის სამრევლო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„გარდაიცვალა რაიმონდო ორსინი დარაგონა.ვუსამძიმრებთ საქართველოს ელჩს წმიდა საყდართან (ვატიკანში) ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონს მეუღლის გარდაცვალებას.

ასევე ვუსამძიმრებთ საქართველოს საპატიო კონსულს მილანში ლელიო ნიკოლო ორსინი დარაგონას მამის გარდაცვალებას.

უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს“ - აღნიშულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×