რეზონანსი
28.03.2020

მაია რამიშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში მკურნალობს, შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"ამჟამად ვარ საფრანგეთში და ვებრძვი ვერაგ ავადმყოფობას, აქ სამედიცინო სისტემა არის უმაღლეს დონემდე აწყობილი, პაციენტები ძირითადად სახლში იღებენ ყოველნაირ მომსახურებას და თუ კლინიკაში არის რაიმე საჭირო, სპეციალური ტაქსები გაკითხავს, მიყავხარ გელოდებიან და ისევ მათ მოყავხარ სახლში.

დღეს მიწევდა ნემსის გაკეთება მოვიდა ექთანი გამიკეთა და მეუბნება: ყოჩაღ საქართველოს როგორ ორგანიზებულად და კარგად უმკლავდებით ამ ვირუსს, როგორი ძლიერი და განათლებული ექიმები გყოლიათო. მე ამ დროს ვარ ძალიან ამაყი და ჩვეული ქართული სიამაყით დავეთანხმე, რომ ჩვენ ასეთი კარგები და ჭკვიანი ექიმები გვყავს. ამ დროს მეუბნება: მაშინ აქ რამ ჩამოგიყვანა სამკურნალოდო და პასუხი ვერ გავეცი, მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.

ახლა თქვენ, ჩემო მთავრობავ, გამეცით პასუხი - რატომ ვარ მე აქ?”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×