რეზონანსი
27.03.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსი ორსულებისთვის საშიში არაა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"კლინიკურად, როგორც ბავშვის ისე ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოგეხსენებათ ეს ინფექცია ნაკლებად ერჩის, ბრჭყალებში ბავშვებს, ასევე ბევრად ნაკლებად, ვიდრე გრიპის ვირუსი ორსულ ქალბატონებს. გრიპის ვირუსი სერიოზულად საშიშია ორსული ქალბატონებისთვის.

ვფიქრობ, რომ იყო რამდენიმე ერთეული ნაყოფზე გადაცემის, მაგრამ ჯერჯერობით ბევრი მტკიცებულება ამ საკითხზე არ არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×