რეზონანსი
27.03.2020

მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის ზომების მიღებაზე უკვე მსჯელობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე მთავარ გავლენას მოახდენს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა და მოსახლეობის დაუმორჩილებლობა, თუკი ისინი არ დაემორჩილებიან საგანგებო რეჟიმის მოთხოვნებს.

„თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნება და ეპიდვითარება გართულდება, დღის წესრიგში დადგება საყოველთაო კარანტინის შემოღების საკითხი. მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ", - განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე ისიც არ გამორიცხა, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია აღდგომის დღესასწაულამდეც იქნას მიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×